ხელისუფლების დეცენტრალიზაცია ქვეყნის ფედერალურ მოწყობას არ გულისხმობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „არანაირი ფედერალიზაცია არ იქნება. თავდაცვის, უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში დარჩება. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვისა თუ სხვა ოლქები რესპუბლიკებად გამოაცხადონ,“-აღნიშნა პოროშენკომ.