რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელს ხელფასს ისევ ალიშერ უსმანოვი გადაუხდის. ცნობილმა ბიზნესმენმა არსებული დავალიანების დასაფარად რუსეთის საფეხბურთო კავშირს ფული უკვე გადაურიცხა. კაპელოს ანაზღაურების დასაფარად საფეხბურთო კავშირმა 300 მილიონი რუბლი მიიღო. არ არის გამორიცხული, იტალიელ სპეციალისტს უახლოეს ხანებში მწვრთნელის პოსტი დაატოვებინონ.