უკრაინის ექსპრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს ახალი ხელისუფლების ბრალდებებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისებისა და უცხოურ ბანკებში გადარიცხვის შესახებ. ამის შესახებ ვიქტორ იანუკოვიჩმა BBC-სთან ისაუბრა. „ეს ყველაფერი პოლიტიკური ტექნოლოგიებია. ისინი აცხადებენ, რომ ნიჟიგორიეს რეზიდენციის ტერიტორია მივისაკუთრე და იქ არსებული ზოოპარკიც კი ჩემს კუთვნილებაში იყო. ამ ზოოპარკში წელიწადში ორჯერ თუ მივდიოდი. ნიჟიგორიეში ჩემს კუთვნილებაში მხოლოდ 630 კვ. მეტრი მიწაა, რაც ჩემი საკუთარი ფულით ვიყიდე და ეს ყველაფერი დეკლარაციაშიც შევიტანე,“-აღნიშნა იანუკოვიჩმა.