განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა კომუნისტების და სააკაშვილის პერიოდის მშენებლობების გამძლეობა ერთმანეთს შეადარა. გადაცემა „2030“–ის ეთერში თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგებზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა:
„ერთი რამ ფაქტია და ეს კარგად ჩანს: იმან, რაც ააშენეს კომუნისტებმა (გმირთა მოედანზე თუ თამარაშვილის გამზირზე), წყალი ვერ გაატარა, მაგრამ გაუძლო წყლის ზეწოლას, მაშინ როცა ის, რაც აშენდა რამდენიმე წლის წინ, პრაქტიკულად განადგურებულია და თავიდან არის ასაშენებელი“.
ამასთანავე მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოძიებამ უნდა გამოავლინოს ის არქიტექტურული შეცდომები, რომლებსაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა.
„დღეს პოლიტიკოსების მხრიდან არ იქნება პროფესიული ლაპარაკი იმაზე, რა უფრო სერიოზული შეცდომა იყო – ის რაც აშენდა კომუნისტების დროს, თუ ის, რაც აშენდა სააკაშვილის პერიოდში. ამაზე სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ და ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს“, – არნიშნა სუბარმა.