საქართველოს პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატის: პავლე კუბლაშვილის, ზურაბ ჯაფარიძის , გოგა ხაჩიძის და გიორგი მელაძის გადაწყვეტილება ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გასვლის შესახებ.
მათი განცხადებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.
აღნიშნულმა პირებმა პარტიის და ფრაქციის შემადგენლობიდან გასვლის გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღეს, რის მიზეზადაც პარტიის რებრენდინგის გადვიანება დაასახელეს.