თბილისის მერობის კანდიდატი და ამავდროულად მოქმედი მერი გიგი უგულავა წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. გიგი უგულავამ "ავერსის" თანამშრომლებთან ერთად წამლების შეფუთვაში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი დილის 06:00 საათიდან ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ თონეში ხაბაზად მუშაობდა. ამის შემდეგ უგულავა მინების მწმენდავებს შეხვდა და მათთან ერთად კინოთეატრი "ამირანის" მინები გაწმინდა. გიგი უგილავა ვარკეთილის ბაზარშიც იმყოფებოდა და ყასბებთან ერთად ხორცის დაჭრასა და მის რეალიზაციაშიც იღებდა მონაწილეობას.
უგულავას განცხადებით, იგი დღეს 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს - სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეხვდება და მათ პრობლემებს მოისმენს.