ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი გორში ჩავიდა და 1991 წლიდან დევნილ ცხინვალელებს ახალმოსახლეობა მიულოცა. დევნილი 21 ოჯახი ადრე გორში სტადიონის გასახდელებსა და საბინაო ტრესტის შენობებში არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდა. 20 წლის შემდეგ, მათ 2 და 3 ოთახიანი გარემონტებული და სრულად რეაბილიტირებული ბინები მიიღეს.
გორში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში ცხინვალიდან დევნილი 19 და აფხაზეთიდან დევნილი 2 ოჯახი შესახლდა. 36 ბინიანი კორპუსის სრული რეაბილიტაცია მოხდა, დამონტაჟდა ელექტროენერიის ინდივიდუალური მრიცხველები, შეიცვალა სახურავი, მოწესრიგდა შიდა და გარე კომუნიკაცია, გამოიცვალა სველი წერილები და აღნიშნული ობიექტი დევნილებს საკუთრებაში გადაეცემა.
ლილი გიგუაშვილი, ცხინვალიდან დევნილი: "თქვენ რომ იცოდეთ, 20 წელი სად ვიცხოვრე, დარწმუნდებით, რომ აქაურობა სამოთხეა. ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობდით. ერთ პატარა ოთახი გვქონდა, რომელიც იყო საძინებელი, სამზარეულო და აბაზანა. მადლობლები ვართ, რომ გარემონტებული ბინები მოგვცეს. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის."
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა რომ თანადაფინანსებით გაზიფიცირებაშიც დაეხმარება: "ამ კორპუსში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი 21 ოჯახი შევასახლეთ. Kმათ კიდევ 15 ოჯახი დაემატება, რადგან ეს ობიექტი 35 ბინიანია. აღნიშნული ფართები დაუკანონდებათ, ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველები აქვთ და ასევე თანადაფინანსებით გაზიფიცირებაშიც დავეხმარებით."