ქართველმა ტანმოვარჯიშემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სალომე ფაჟავამ ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე ორიგინალური ნომერი წარადგინა. მაყურებელს სპორტსმენმა „რაჭული“ მუსკიკის ფონზე ქართული საცეკვაო ილეთებით გაფორმებული ნომერი უჩვენა. ევროპული თამაშები-2015 ბაქოში 28 ივნისამდე გაგრძელდება. მასში 50 ქვეყნის, 6 000-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ჩემპიონატი სპორტის 20 სახეობაში ტარდება.