მენინგიკოქცემიის დიაგნოზით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 6 თვის ბავშვი გარდაიცვალა. ბავშვი საავადმყოფოში დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან რამდენიმე საათში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ექიმების განცხადებით ბავშვს დაავადების რთული ფორმა აღმოაჩნდა.
"გუშინ საღამოს 9 საათზე ბავშვს შეამჩნიეს სისხლჩაქცევები. გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება. ბავშვი საავადმყოფოში გადმოიყვანეს, მაგრამ ეს იყო დაავადების უმძიმესი ფორმა.. ავადმყოფის გადარჩენა ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად ვერ მოხერხდა", _ აცხადებენ ექიმები.
თბილისში ბოლო პერიოდში მენინგიტის 11 შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდა.