საქართველოს პარლამენტი ქართველ ძიუდოისტებს ევროპაში მოპოვებული გამარჯვებისათვის მადლობას უხდის.
ქართველ სპორტსმენებს მადლობა, დღევანდელ სესიაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიგი წერეთელმა გადაუხადა და გამარჯვების მოპოვების ფაქტი დადებითად შეაფასა.
აღსანიშნავია, რომ წერეთლის განცხადებას პარლამენტის წევრები ტაშით შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის გუნდურ პირველობა მოიპოვეს. შეჯიბრს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც სპორტსმენების დაჯილდოებისას საქართველოს ჰიმნს ფეხზე ადგომით შეხვდა.