ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბრის დეტალება გაასაჯაროვა. როგორც მინისტრმა „რეაქციის“ ეთერში განაცხადა, ბიზნესმენი დაინტერესდა სტიქიით მიყენებული ზარალის მოცულობით და სახელმწიფოს ფინანსური რესურსებით.
„ბატონმა ბიძინამ დამირეკა გუშინწინ, დილით, ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბარი. ბატონი ბიძინა დაინტერესდა ზარალის მოცულობით და იმ რესურსებით, რომელიც სახელმწიფოს აქვს. მე მას მივაწოდე ინფორმაცია. ასევე მივაწოდე ინფორმაცია დონორებთან მუშაობის შესახებ. ჩვენი საუბარი ამით დასრულდა. მას ჩემთან საუბარი არ ჰქონია იმაზე რაც მან შემდეგ პრესით გააკეთა - იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ვერ შეძლებს სრულად მოიძიოს თანხები, მაშინ ბატონი ბიძინა მზად არის მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროცესში“, – განაცხადა ხადურმა.