საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რეაქციის“ ეთერში პირველი რიგის გადაუდებელი სამუშაოების ნუსხა წარადგინა.
„პირველი რიგის გადაუდებელი სამუშაოები, რაც უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ:
- 1. დღეს-ხვალ (ძალიან მალე) ვერეს კალაპოტის 30-კილომეტრიანი მონაკვეთში ჩვენ უნდა დავამონტაჟოთ განგაშის სისტემები;
- 2. ჩვენ ვაპირებთ ე.წ. ხერხეულიძის ბარიერების, ცხაურები, მონტაჟი დავიწყოთ, ეს დაახლოებით 3 მლნ დაგვიჟდება, მაგრამ ამ კალაპოტის მანძილზე გვინდა რამდენიმე ინსტალაცია მოვაწყოთ;
- ასევე ვგეგმავთ ნალექიანობის საზომი აპარატურა განვათავსოთ მთელ ამ პერიმეტრზე;
- დაუყონებლივ დავიწყოთ განსახლების გეგმა, რაც მოგვცემს საშუალებას მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ვიფიქროთ“, - განაცხადა პრემიერმა.