ჯორჯიელმა გოგონამ მაღაზიიდან 131 წყვილი საცვალი მოიპარა. ამის შესახებ გამოცემა New York Daily იტყობინება. მოპარული საქონლის ღირებულება 750 დოლარს შეადგენს. 22 წლის ჯულია ჯონსი უკვე დააკავეს. თუ რისთვის სჭირდებოდა ამდენი საცვალი, დაკავებულმა ვერაფრით ახსნა.