გიგი უგულავა დღეს დილით დაწყებულ წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. თბილისის მოქმედმა მერმა, ვარკეთილის ბაზარში ყასბებთან ერთად იმუშავა.
უგულავამ ჯერ ხორცი დაჭრა, შემდეგ კი მის გაყიდვაშიც მიიღო მონაწილეობა. ბაზარში მომუშავე ყასბების განცხადებით, მათთვის უგულავას სტუმრობა სტიმულია უკეთ მუშაობისათვის.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი დილის 06:00 საათიდან ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ თონეში ხაბაზად მუშაობდა. ამის შემდეგ უგულავა მინების მწმენდავებს შეხვდა და მათთან ერთად კინოთეატრი "ამირანის" მინები გაწმინდა.
უგულავას განცხადებით, იგი დღეს 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს - სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეხვდება და მათ პრობლემებს მოისმენს.