თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს თავდებში დეპუტატები, მინისტრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ჩაუდგენენ. თავდებების სია ,,ჯი-ეიჩ-ენს” ,,თავისუფალი დემოკრატების” პრესსამსახურმა მიაწოდა: გუბაზ სანიკიძე, ვახტანგ ვახტანგიშვილი, თინა ხიდაშელი, თამარ კორძაია, გიგლა აგულაშვილი, თამაზ ჯაფარიძე, გია ყარყარაშვილი, ნუგზარ კვაშალი, ოთარ ტატიშვილი, ვიქტორ დოლიძე, ნინო გოგუაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანი მიროტაძე, ლევან ბერძენიშვილი, ფრიდონ საყვარელიძე, მღვდელი გიორგი ფერაძე, გივი სიხარულიძე.
შეგახსენებთ, რომ კაბელების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პირადი თავდების საფუძველზე გაათავისუფლა. კაბელების საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ გუშინ სასამართლოს მიმართა.
4 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული იყო სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე, დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი და ტექნოლოგიების დეპარტემენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური. ასევე სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დავით წიფურია და კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი არჩილ ალავიძე.