სამმა მოსკოველმა პოლიციელმა, მათ მიერ დაკავებული პირი განყოფილებაში მიყვანამდე გზაში გაძარცვა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ერთ-ერთი პირი ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავეს.
საპატრულო პოლიციის სამ სერჟანტს ეჭვმიტანილი განყოფილებაში გადაჰყავდა, რა დროსაც მას 48 ათასი რუბლის ოდენობის თანხა წაართვეს.
ამ დროისთვის, სამივე პოლიციელი სამსახურიდან დათხოვილია, მათ ხელმძღვანელობას კი დისციპლინარულ პასუხისმგებლობას დააკისრებენ.
მძარცველი პოლიციელბის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯერ-ჯერობით აღძრული არ არის. შემთხვევის შესახებ მოპოვებული მასალების შესწავლა ამჟამად მიმდინარეობს.