თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს გადაწვეტილებას ეხმიანება და მოსამართლე დავით ჯუღელის პროფესიონალიზმე საუბრობს.
,,უბედნიერესი ვარ და დაიმახსოვრეთ მოსამართლის სახელი და გვარი დავით ჯუღელი! ინატრეთ ამ კაცთან მოხვდეს თქვენი გასაჭირი! ეს არის უკომპრომისო, ძლიერი სულის პროფესიონალი. სანამ პირში სული მიდგას, თუ დასჭირდა, გულ-ღვიძლს ამოვიღებ და გადავუნერგავ, იმისთვის, რომ ერთით მეტი ძალიან მაგარი კაცი დიდხანს ჰყავდეს ამ ქვეყანას. მაგრამ ასეთ კაცს ღმერთი არასოდეს გაუჭირვებს! ირაკლის გუნდის თავდებობით გაათავისუფლეს, მაგრამ აუცილებლად, ქვევითაც აღვნიშნე და აქაც უნდა აღვნიშნო იმ ყველა იმ პარლამენტარის და საზოგადოების წევრის მიმართ მადლიერება, ვინც ნდობა გამოგვიცხადა და ამ ხალხს თავდებში ედგა და გამოვხატო აღტაცება მხედრული სოლიდარობის მიმართ - სამი თავდაცვის მინისტრი, გია ყარყარაშვილი, დავით თევზაძე, თინა ხიდაშელი ედგნენ თავდებში. ყველაფერი დაღუპული არ არის ამ ქვეყანაში, ამიტომ რაც ცოცხალი გადარჩა, იმის კულტივირება და დიდი ძალით გახარება იოლი საქმეა”, _წერს ნათია ფანჯიკიძე.
შეგახსენებთ, რომ კაბელების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პირადი თავდების საფუძველზე გაათავისუფლა.