შენობაზე, სადაც დეფორმირებული სპეცდანაყოფის, „ტორნადოს“ წევრები იმყოფებიან, მილიცია შტურმს არ მიიტანს. ამის შესახებ უკრაინის შსს-ს პრეს-მდივანმა განაცხადა. „არანაირი შტურმი არ იქნება. ჩვენებს არ ვესვრით. მათ წინააღმდეგ გამოძიება ჩატარდება,“-აღნიშნა არტიომ შევჩენკომ. სპეცდანაყოფის დაშლის გადაწყვეტილება კიევმა მას შემდეგ მიიღო, რაც ადამიანების მკვლელობის, გაუპატიურებისა და წამების ბრალდებით „ტორნადოს“ 8 სპეცრაზმელი დააკავეს. სპეცრაზმის რამდენიმე წევრი ამ დრომდე ერთ-ერთ შენობაში იმყოფება და იარაღის დაყრას მანამდე არ აპირებს, სანამ შსს მათ ახალ სამსახურს არ შესთავაზებს.