დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი პროკურატურა დამარცხდა”, - ამის შესახებ, ჟურნალისტებთან ,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, თუ საზოგადოება ერთიანია, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს.
,,სიმართლისთვის ბოლომდე ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თუ საზოგადოება ერთიანია, სიმართლე იმარჯვებს", - აცხადებს ალასანია.
კაბელების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პირადი თავდების საფუძველზე გაათავისუფლა. თავდებში არიან პოლიტიკოსები და სავარაუდოდ თავდაცვის მინისტრიც.
კაბელების საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ გუშინ სასამართლოს მიმართა. მიზეზად ბრალდების მხარემ ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის 9 თვიანი ვადის ამოწურვა დაასახელა. წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა 2015 წლის 28 ივლისს იწურება.
როგორც ცნობიოლია, დღეს სასამართლოზე ბრალდების მხარემ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების გირაოთი გათავისუფლების სანაცვლოდ, თითოეულზე 10 ათასი ლარი მოითხოვა.