ბელგიასა და საფრანგეთში რუსული კომპანიების აქტივების ბლოკირება ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დასაწყისია. ამის შესახებ კომპანია „იუკოსის“ ინტერესების დამცველმა ტიმ ოსბორნმა განაცხადა. მისივე თქმით, „იუკოსის“ აქციონერებმა ბელგიისა და საფრანგეთის გარდა, რუსული აქტივების დაყადაღების მოთხოვნით ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებსაც მიმართეს. საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთს გასულ წელს „იუკოსისთვის“ სოლიდური კომპენსაციის გადახდა დააკისრა, თუმცა მოსკოვი თანხის გადახდაზე დღემდე უარს აცხადებდა. ამის გამო ბელგიასა და საფრანგეთში რუსული კომპანიების აქტივები დააყადაღეს.