სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისში 29 აპრილს დაბრუნდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოს პრესსამსახურში განუცხადეს, უწმინდესი სამშობლოში ღამით ჩამოფრინდება.
"თბილისიდან გამგზავრებისას ნავარაუდევი იყო, რომ პატრიარქი ჩეხეთიდან აზერბაიჯანში გაემგზავრებოდა, თუმცა ის ბაქოში აღარ ჩავა და ხუთშაბათს, ღამით თბილისში დაბრუნდება", - განაცხადეს საპატრიარქოში.
შეგახსენებთ, რომ ილია მეორე ჩეხეთში დასასვენებლად იმყოფება. უწმინდესი თანმხლებ პირებთან ერთად იქ 13 აპრილს გაფრინდა.