ძლიერი წყალდიდობა შეერთებულ შტატებში. ხანგერძლივმა სეზონურმა წვიმამ ფილადელფიაში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. წყლის საფარის სიმაღლემ რიგ მონაკვეთებზე ერთ მეტრს მიაღწია. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.