საქართველოსა და იორდანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოეწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის იორდანიის დედაქაქლა ამანში ვიზიტის ფარგლებში, სადაც ის იორდანიის პრემიერ-მინისტრს სამირ სიფაისა და ადგილობრივი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკა გილაურმა განაცხადა, ვიზიტის მთავარო მიზანი იორდანიის ხელისუფლებასა და ბიზნესწრეებთან საქმიანი ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება იყო.
"იორდანიის ბიზნესი და ეკონომიკა ზუსტად ისე ვითარდება, როგორც საქართველოსსი. პრივატიზაცია, თავისუფალი და ღია ეკონომიკა, იგივე პრინციპებზეა დაფუძნებული. მოლაპარაკებების მსვლელობისას ერთ ერთი მნიშვნელოვანი თემა სოფლის მეურნეობის სფეროში Yთანამშრომლობა იყო", _ განაცხადა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 26 აპრილს ერთდღიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და ქართული პროდუქციის ექსპორტი იყო.