შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 300 მილიონ დოლარს გამოუყოფს. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი კონგრესის ქვედა პალატამ უკვე დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 71-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 25 სენატორმა მისცა. სოლიდური თანხა უკრაინის თავდაცვითი იარაღითა და სამხედრო ტექნიკით მომარაგებას მოხმარდება. კანონპროექტი კენჭისყრაზე წარმომადგენლობით პალატაში სავარაუდოდ მომავალ კვირას გავა.