ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი კვლავ დაკარგულად ითვლება. პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას სიფრთხილისა და საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ - „112“-ში დარეკვისკენ მოუწოდებს. ღარიბაშვილის თქმით, თბილისში სააგენტოს რეაგირების დანაყოფის ოთხი ეკიპაჟი 24-საათიან რეჟიმში მორიგეობს და სამძებრო სამუშაოებში „საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია“ ჩაერთო. დღესვე გაიმართება უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისიის პირველი სხდომა. მოსახლეობას დეტალურად გააცნობენ, რას გეგმავს მთავრობა და რაზე იმუშავებს აღნიშნული კომისია. მისი შექმნის მიზანი 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მდინარე ვერეს ხეობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებაა.