იორდანიელი ბიზნესმენები საქართველოს ბიზნესგარემოთი დაინტერესდნენ. იორდანიის დედაქალ ამანში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ ადგილობრივმა ბიზნესმენებმა აცნობეს.
ჟურნალისტებთან საუბარში იორდანიელმა ბიზნესმენმა საქართველოში ინვესტიციების დაბანდების სურვილი გამოთქვეს. "საქართველოს პრემიერმა გაგვაცნო საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემო. ჩვენ გამოვთქვამთ დაინტერესებას საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე. ვგეგმავთ საქართველოში ვიზიტს, რათა უკეთEშევისწავლო არსებული ბიზნეგარემო", _ განაცხადა შეხვედრის დასრულებისშEმდეგ ერთ-ერთმა ბიზნესმენმა.
"ერთ-ერთი მიმართულება იყო სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი საქართველოდან იორდანიაში. მათ თავადაც დიდი დაინტერესება გამოთქვეს თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში მონაწილეობაზეც. ამავე დროს აქაურ ბიზნესმენებს აქვთ გარკვეული დაინტერესება შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის შესახებ, ფოთის პორტში არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონა ერთ-ერთი მიმზიდველი საინვესტიციო ადგილია. ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ვისაუბრეთ", _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 26 აპრილს ერთდღიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და ქართული პროდუქციის ექსპორტი იყო.