იორდანიის პრემიერ-მინისტრი სამირ სიფაის იორდანიელ ბიზნესმენებთან ერთად საქართველოს ეწვევა. სამირ სიფაის საქართველოში ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის იორდანიაში ვიზიტის საპასუხო იქნება.
გილაურის განცხადებით, იორდანიის პრემიერ-მინისტრი იორდანიელ ბიზნესმენებთან ერთად ზაფხულში საქართველოს ეწვევა.
"ზაფხულის თვეებში ჩვენ ველოდებით იორდანიის პრემიერ-მინისტრს რომელიც ჩამოვა იორდანიელ ბიზნესმენებთან ერთად საქართველოში. ჩვენი ვიზიტისად საქართველოსა და იორდანიას შორის ხელი მოეწერა ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ", _ აცხადებს ნიკა გილაური.
საპასუხო ვიზიტის ფარგლებში თბილისში ქართველ და იორდანელ ბიზნესმენთა შეხვედრა-კონფერენცია გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 26 აპრილს ერთდღიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და ქართული პროდუქციის ექსპორტი იყო.