"მას მართლაც არ შეუძლია ჩვეულებრივი ადამიანების სიხარულის დანახვა"- ასე გამოეხმაურა რამდენიმე წუთის წინ "კურიერის" პირდაპირ ეთერში ირაკლი ალასანია ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურამ დღეს სწორი გადაწყვეტილება მიიღო და შეეცადა საზოგადოებაში სახე შეენარჩუნებინა.
ალასანია ამბობს, რომ პროკურატურას ბიძინა ივანიშვილი მართავს.
"მას ვერ წარმოედგინა, რომ საზოგადოება მის პირად 5 პატიმარს ასეთ სოლიდარობას გამოუცხადებდა. პროკურატურამ სახის გადარჩენა სცადა იმიტომ, რომ ამ გადაწყვგეტილებას ხვალ სასამართლო გამოუშვებდა. ივანიშვილი ამას ვერ წარმოიდგენდა. არავითარ შემთხვევაში თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ. თავგასულობა არავის არ უნდა დავუთმოთ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.