ლუგანსკის მილიციის სპეციალური დანაყოფი „ტორნადო“ დეფორმირებულია. შესაბამის განკარგულებას ხელი უკრაინის შს მინისტრმა მოაწერა. არსენ ავაკოვის განცხადებით, „ტორნადოს“ თითოეული წევრის მიმართ გამოძიება ჩატარდება. ფორმირების დაშლის მიზეზი მოწმეთა სკანდალური ჩვენებები გახდა, რის საფუძველზეც 8 ტორნადოელი დააკავეს. მათ ბრალად ადამიანების გაუპატიურება, წამება და მკვლელობა ედებათ.