ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ერაყში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ჯიჰადუისტები სოციალურ ქსელ ტვიტერში იტყობინებიან. მათივე მტკიცებით, ავიაგამანადგურებელი ანბარის პროვინციაში იქნა ჩამოგდებული. ოფიციალურ ბაღდადს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.