ამერიკულ ათდოლარიანზე ქალს გამოსახავენ. ამის შესახებ აშშ ფინანსთა მინისტრმა განაცხადა. ჯეიკობ ლიუს განმარტებით, მოღვაწის ვინაობა, რომლის პორტრეტსაც კუპიურაზე გამოსახავენ, ჯერჯერობით უცნობია. ის ამერიკელმა ხალხმა უნდა აირჩიოს. ხმის მისაცემად ფინანსთა სამინისტრო სპეციალურ საიტს გახსნის.