ბოლო ერთი დღის განმავლობაში საბერძნეთის მოქალაქეებმა საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან 800 მილიონამდე ევრო გაიტანეს. ამის მიზეზი ათენსა და კრედიტორებს შორის მიუღწეველი შეთანხმება გახდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად, საგარეო ვალის საკიხზე საბერძნეთი და ფინანსური დონორები ვერ თანხმდებიან. ცოტა ხნის წინ საბერძნეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ ქვეყანა უმძიმეს ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება და იმ შემთხვევაში, თუ დონორებთან შეთანხმება არ შედგება, საბერძნეთმა შესაძლოა არამხოლოდც ევროზონა, არამედ ევროკავშირიც დატოვოს.