უამინდობამ თბილისში კიდევ ორი სახლის ჩამონგრევა გამოიწვია.
ორივე შემთხვევა წუხელ მოხდა. ჩამონგრეულია წურწუმიას 16-ში მდებარე სკოლასა და საცხოვრებელ სახლს შორის გამყოფი კედელი და ტელეგრაფიხ ჩიხში მდებარე ერთ-ერთი სახლი.
ინციდენტების შედეგად არავინ დაშავებულა.
დაზარალებულ მოსახლეობას ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს ადგილობრივი გამგეობები გამოუყოფენ.