სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობას მიესალება და იმედოვნებს, რომ პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება.
"საქმესთან დაკავშირებით იყო გარკვეული კითხვის ნიშნები. რაზეც ჩვენც არაერთხელ მივუნიშნეთ. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას,"-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდება.