\ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობას მივესალმები , - განაცხადა თავდავბის მინისტრმა თუნა ხიდაშელმა.
ხიდაშელი განმარტავს, რომ ის თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს, დეპუტატობის დროს თავდებშიც ჩაუდგა.
"თუ ეს სიმართლეა მივესალმები, თქვენ იცით, რომ ჩემი ხელმოწერა არის ორივე შუამდგომლობაზე, მაშინ როგორც პარლამენტის წევრის ამ ადამიანების თავდებით გათავისუფლებაზე. მე საერთოდ იურისტთა იმ ჯგუფს ვეკუთვნი, რომლებიც ვერ ხედავენ ღირებულობას ადამიანის პატიმრობაში თუკი არ არის ჩადენილი ძალადობრივი დანაშაული ამიტომ ყველა ასეთი ქმედება მისასალმებელია",-განაცხადა თიმა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდება.