დღეს, 27 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ქორდიარდ მარიოტში" გაიმართება პროექტის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია. პროექტის სახელწოდებაა "კოტეჯური ტიპის დასახლებები ახალი დევნილებისთვის საქართველოში: ანგარიშვალდებულება დახმარებისა და მშენებლობის პროცესში".
ანგარიში ასახავს, თუ როგორ მიმდინარეობდა საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის ომის შედეგად დევნილი მოსახლეობისთვის კოტეჯური ტიპის დასახლებების მშენებლობის პროცესი. ანგარიშში ყურადღებაა გაამახვილებული მშენებლობის ხარისხზე, რომელიც რამდენიმე დამოუკიდებელმა ინჟინერმა შეაფასა, ასევე, მშენებლობაზე პასუხისმგებელ უწყებებზე, გაწეულ ხარჯებზე და ხელისუფლების მხრიდან მშენებლობის პროცესის ზედამხედველობასა და ამ კუთხით მის ანგარიშვალდებულებაზე.
დასკვნით ნაწილში ხელისუფლებასა და დონორებს ვთავაზობთ რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაითვალისწინონ 1990-იანი წლების დევნილების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.