დღეს, 27 აპრილს თბილისში, საბურთალოს რაიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს~ კომპანია "თელასიდან" აცნობეს, გათიშვის მიზეზი ქვესადგურში "საბურთალო 3" დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებია.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშება ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების, კანდელაკის, გაგარინის, ოდესის, გელოვანის, ნუცუბიძის, დელისის, მიცკევიჩისა და ასათიანის ქუჩების და ზემო ვეძისის მცხოვრებლებს.
მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სარემონტო სამუშაოს დასრულებისთანავე განახლდება.