დღეს, 27 აპრილს, 13:30 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო "აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის" პრეზენტაციას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი უნივერსიტეტის პროფესორებს, დოქტორანტებს და მაგისტრებს ახლა პროგრამას წარუდგენს.
აღნიშნული პროგრამის მიზანია აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერა, ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობა და აფხაზეთის თემატიკის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებში წარმოჩენა.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა 2010 წლის ბოლომდე გაგრძელდება.