დღეს, 27 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის წარმომადგენლები შვეიცარიაში გაემგზავრებიან, სადაც ციფრულ არქივაციასთან დაკავშირებით ჟენევის მე-8 ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ.
კონფერენცია ჟენევაში, შვეიცარიის ფედერალურ არქივში, 28-30 აპრილს გაიმართება. მხარეები საარქივო საქმისა და ციფრული ეპოქის ურთიერთქმედებას, საზოგადოებრივი ჩანაწერების არქივაციასა და ინფორმაციის გადაცემის საშუალებებს, ელექტრონულ არქივაციას და ონლაინხელმისაწვდომობას განიხილავენ.
ღონისძიებაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 150 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ეროვნული არქივი კონფერენციაზე თემით - "გამოწვევები საქართველოს ეროვნული არქივის დიგიტალიზაციის პროცესში და ჩანაწერთა მართვის სისტემის შესაძლებლობები" წარდგება.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან არქივების საერთაშორისო საბჭო (ICA) და შვეიცარიის ფედერალური არქივი (SFA).