,,თავისუფალი დემოკრატების” წევრი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობა. თუმცა, ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში ჩიქოვანი განმარტავს, რომ მისთვის უცნობია საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსი. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი აცხადებს, სწორედ ამ მიზნით ,,თავისუფალი დემოკრატები” საფრანგეთში გაფორმებული ხელშეკრულების განხილვას ნდობის ჯგუფის ფორმატში ითხოვენ.
,,მნიშვნელოვანია, რომ ქვყანასა და ჩვენს შეირაღებულ ძალებს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობა გააჩნდეს და ,,თავისუფალი დემოკრატები” სწორედ ამის მომხრეები ვიყავით. უშუალოდ გაფორმებულ ხელშეკრულებას რაც შეეხება, კომენტარის გაკეთება სწორი არ იქნება, რადგან კონკრეტული შეთანხმების შინაარს არ ვიცნობ და არ ვიცით შეთანხმების კონკრეტული პარამეტრები. აქედან გამომდინარე ნდობის ჯგუფში ჩვენი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მიმართავს ნდობის ჯგუფს შეხვედრის გამართვის თაობაზე, მას შემდგე რაც თავდაცვის მინისტრი ჩამობრძანდება საქართველოში და განხილული იქნეს ის დოკუმენტი რაც გაფორმდა საფრანგეთში”, _განაცხადა ჩიქოვანმა.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებას, იმასტან დაკავშირებით, რომ ალასანიას მინისტრობის პერიოდში, საფრანგეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულება მხოლოდ სურვილების კრებული იყო, ჩიქოვანი აცხადებს:
,,დარწმუნებული ვართ, ქალბატონმა თინამ ზუსტად იცის ის ღირებულებები და პრინციპები რითაც ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ხელმძღვანელობდა, მათ შორის საფრანგეთთან გასაფორმებელ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით”, _განაცხადა ჩიქოვანმა ,,ჯი-ეიჩ-ენან” საუბარში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფრანგულ მხარესთან კონტრაქტი გააფორმა. თინა ხიდაშელის თქმით, საუბარია სწორედ იმ ხელშეკრულებაზე, რომელზეც ამდენი საუბარი იყო საქართველოში და მის წინამორბედ მინისტრებს პროცესის დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა.