,,თავისუფალი დემოკრატების” წევრი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება იმაზე ნაკლები არ უნდა იყოს, რაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას პერიოდში იყო. გათვალისწინებული. როგორც დოლიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში საკითხის კომენტირებისას აცხადებს, მისივის უცნობია კონკრეტულად რას ითვალისწინებს ფრანგულ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულება, თუმცა სასიხარულოა, რომ ალასანიას დროს დაწყებული საქმე წინ მიდის.
,,ხელშეკრულების დეტალებს არ გავცნობივარ, რის გამოც დეტალურ კომენტარს ვერ მოგცემთ. თუმცა, იმ საქმეს, რომელიც ირაკლი ალასანიამ დაიწყო, გრძელდება და წინ მიდის და უზრუნველყოფს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, მხოლოდ მივესალმები. საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება იმაზე ნაკლები არ უნდა იყოს რაც გათვალისწინებული იყო თავიდანვე, მაშინ ამას მივესალმები”, _აცხადებს ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში დოლიძემ.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ალასანიას მინისტრობის პერიოდში საფრანგეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულება მხოლოდ სურვილების კრებული იყო, დოლიძე აცხადებს:
,,ამასთან დაკავშირებით არც არაფერს ვიტყვი. ის, რომ თინამ არ აღიაროს, რომ ირაკლის დროს არ დაწყებულა ხელშეკრულებაზე ლაპარაკი, ეს მხოლოდ პოლიტიკური ოპონირების მდაბიო მეთოდია. მიხარია თინა რომ აგრძელებს ირაკლის დაწყებულ საქმეს”, _აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფრანგულ მხარესთან კონტრაქტი გააფორმა. თინა ხიდაშელის თქმით, საუბარია სწორედ იმ ხელშეკრულებაზე, რომელზეც ამდენი საუბარი იყო საქართველოში და მის წინამორბედ მინისტრებს პროცესის დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა.
ამასთან ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი აცხადებს, ხელშეკრულება ხელშეკრულებას მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დაემსგავსა, მანამდე კი ის კეთილი სურვილების კრებული იყო.
,,მინდია ჯანელიძის დროს, ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ ხელშეკრულებაზე მუშაობა გაცილებით უფრო სერიოზული იყო, ვიდრე მანამდე. ხელშეკრულება ხელშეკრულებას დაემსგავსა სწორედ მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, მანამდე ეს იყო კეთილი სურვილების კრებული", - განაცხადა ხიდაშელმა.