,,თავისუფალ დემოკრატების” წევრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საფრანგეთთან ხელშეკრულება თუ იმ პროექტის მიხედვით გაფორმდა, რომელზეც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას პერიოდში იყო საუბარ,ი თავაისათვად კარგია. მაგრამ თუ ეს ასე არაა, მაშინ გასარკვევია კონკრეტულად რას მოაწერა ხელი თინა ხიდაშელმა.
"მე მაქვს ინფორმაცია, რომ თინა ხიდაშელმა საფრანგეთში რაღაცას მოაწერა ხელი. მე არ ვიცი, არის თუ არა 100 პროცენტით იდენტური იმ ხელშეკრულებისა, რომელზეც მუშაობდა ირაკლი ალასანია. მაშინ ეს არის ძალიან კარგი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით. მაგრამ თუ ეს არა არის ის ხელშეკრულება და არის მხოლოდ მისი რაღაც ვარიანტი და ხელი აქვს მოწერილი მხოლოდ ზოგიერთ ელემენტს, მაშინ უნდა გავიგოთ დეტალები, რას მოეწერა ხელი და ამის მიხედვით გაკეთდება შეფასება”, _აცხადებს ფანჯიკიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფრანგულ მხარესთან კონტრაქტი გააფორმა. თინა ხიდაშელის თქმით, საუბარია სწორედ იმ ხელშეკრულებაზე, რომელზეც ამდენი საუბარი იყო საქართველოში და მის წინამორბედ მინისტრებს პროცესის დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა.