მასშტაბური სპეცოპერაცია იემენში. არაბეთის ნახევარკუნძულზე ალ-ქაიდას მეთაური ნასირ ალ-ვახიში უპილოტო თვითმფრინავის იერიშს ემსხვერპლა. აშშ დაზვერვის სამსახურს ცნობილი ტერორისტის დაღუპვის ფაქტი ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. ალ-ვახიში ალ-ქაიდაში ნომერ მეორე პერსონად ითვლებოდა. წლების მანძილზე ის ბინ ლადენის პირადი მდივანი იყო.