ვინ არის დამნაშავე, ეს სათანადო უწყებების გასარკვევია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უნდა გავითვალისწინოთ, რა უნდა გავაკეთოთ უკეთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე იქნას შემცირებული ასეთი ტრაგედიები.
”ყველამ ვიცით, სტიქია ეს ისეთი მოვლენაა, რომლის ბოლომდე არც პრევენცია შეიძლება და არც იმის გარანტირება, რომ არასდროს არანაირი ზიანი არ მიადგება ამა თუ იმ ქალაქს თუ სოფელს, მაგრამ რა უნდა გავითვალისწინოთ, რა უნდა გავაკეთოთ უკეთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე იქნას შემცირებული ასეთი ტრაგედიები, ამაზე გვმართებს მსჯელობა.... ხალხმა ჩვენ აგვირჩია იმისთვის, რომ ამ ხალხს მოვემსახუროთ და ჩვენი მიღებული კანონები თუ არსებული წესები მშენებლობის თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების რამდენად არის ხოლმე სრულყოფილად წინასწარ შესწავლილი და გაანალიზებული. ამ თემაზე სათანადო კომიტეტებმა: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, რომელსაც შეხება აქვს ასეთ ზონებთან, რომ იქნებ დღეიდანვე დაგეგმონ საკომიტეტო მუშაობა ისე, რომ უახლოეს ხანებში ჩვენ მოვისმინოთ როგორც მთვარობის წარმომადგენლების ანგარიშები, მათი მოსაზრებები საკომიტეტო განხილვის რეჟიმში, ისე ექსპერტების, იმ ადამინების, ვისაც აქვთ სპეციალური ცოდნა, ერთადერთი მიზნით, რომ ხვალ თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ ასეთი ტრაგედიები. სხვა საკითხები, გამოძიება, ვინ არის დამნაშავე, ეს სათანადო უწყებების გასარკვევია. პირველ რიგში ვიყოთ მზად, რომ ხვალ გვქონდეს განცდა, რომ უფრო უსაფრთხო გარემოში გვიწევს ყველას ცხოვრება და თუ საფრთხე იქნება, იმ საფრთხეს გავუმკლავდეთ წინასწარ”, - განაცხადა უსუფაშვილმა.