ევროკავშირსა და ათენს შორის მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ფინანსური ტრანშის სანაცვლოდ ბრიუსელი სახელმწიფო ხარჯების შემცირებას 2 მილიარდი ევროთი ითხოვს, რაც პენსიებისა და სოციალური დახმარებების შემცირებასაც ითვალისწინებს. მხარეები, ხანგრძლივი მოლაპარაკების მიუხედავად, კომპრომისის მიღწევას ვერ ახერხებენ.