მთელი ღამის განმავლობაში ჩიქოვანის ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედროები,სამაშველო სამსახურისა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები ავაზას ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ცხოველი გზაზე შენიშნეს, რის შემდეგაც პატრული გამოიძახეს, თუმცა ავაზის მოძებნა ვერ მოხერხდა.