გარემოს დაცვის სამინისტროს მთავარი სინოპტიკოსის დოდო გვზავას განცხადებით, შესაბამისი რადარის არსებობის შემთხვევაში, რომელიც უწყებას ამ ეტაპზე არ გააჩნია, ერთი საათით ადრე შეძლებდნენ პროგნოზირებას წერტილოვნად თუ სად მოვიდოდა უხვი ნალექი. როგორც გვაზავა ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში აცხადებს, არამდგრადი ამინიდი ქვეყნის მასშტაბით კვლავ შენარჩუნდება.
გვზავას განმარტებით, 16-17 ივნისს ძლიერი წვიმა კვლავ მოსალოდნელია.
,,ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში ვაკეთებდით კომენტარებს უხვი ნალექის თაობაზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. ის რაც თბილისში მოხდა მხოლოდ უხვ ნალექზე არაა დამოკიდებული, ნალექი უნდა მოდიოდეს, მაგრამ უნდა გადიოდეს სწრაფად და დროულად. საქართველოში არამდგრადი ამინდი კვლავ შენარჩუნდება. შესაძლოა დღეს და ხვალ უხვი ნალექი შეწყდეს, თუმცა 16-17 ივნისს პროცესი კვლავ გააქტიურდება. ამინდის ლოკალური პროგნოზის გაკეთება, შეგვეძლებოდა რადარის არსებობის შემთხვევაში. მისი საშუალებით, ერთი საათით ადრე შეგვეძლებოდა გვეთქვა წერტილოვნად სად იყო შესაძლებელი უხვი ნალექი. სამწუხაროდ, რადარი ჩვენ არ გვაქვს. ამჟამად რადარი აქვს ,,დელტას” _ აცხადებს დოდო გვზავა.