თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, პირველი ეტაპის სამუშაოები, რაც სამაშველო სამუშაოებს და ადამიანების გადარჩენას გულისხმობდა, თითქმის სრულდება, თუმცა რამდენიმე დაკარგული ადამიანის ძებნა გრძელდება
”ზოგიერთ შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. მსურს, ისინი ვანუგეშო და ვუთხრა, რომ თბილისის მერია მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ამ ოჯახებს. "ჰერმესს" მიეცა ამასთან დაკავშირებით დავალება”, - განაცხადა ნარმანიამ.
მერის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად გადრდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.