ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გია ვოლსკი მთის მინისტრთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში აფიქსირებს.
"პოზიცია "სახელმწიფო მინისტრი მთიანი რეგიონის განვითარების საკითხებში" და არა "მთის მინისტრი", სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწისიდან მეტწილად ადმინისტრაციულ სფეროში არსებული რესურსების ხარჯზე შეიქმნება და კოორდინაციას გაუწევს სახელმწიფოს ძალისხმევას მთიანი რეგიონის დემოგრაფიული გადარჩენის, ეკონომიკური, ინფრასტრუქრურული განვითარების საკითხებს. ამ მიმართებით სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს. მთიანი, საზღვრისპირა რეგიონების განვითარებას, იქ მოსახლეობის შენარჩუნებას საგანგებო მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ-სტრატეგიული თვალსაზრისითაც", - წერს ვოლსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.