რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა ამერიკულ მზვერავ თვითმფრინავს 3 მეტრის მანძილზე ჩაუფრინა. ამის შესახებ CNN იტყობინება. ინციდენტს 30 მაისს ჰქონდა ადგილი, როდესაც ამერიკული საფრენი აპარატი შავი ზღვის სივრცეში დაზვერვით სამუშაოებს ატარებდა. ანალოგიური ინციდენტი დაახლოებით ერთი თვის წინ ბალტიის საჰაერო სივრცეში მოხდა.